27, იანვარი 2020 18:19:00
ე.წ. „ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობას ხელისუფლებას შპს „დაგი“ სთვაზობს. სამი კორპუსის აგების პირობას 38 მილიონ 746 ათას ლარად დებს. საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე წინადადებების მიღება დღეს დასრულდა. ეს კი რიგით მეორე ტენდერი იყო. გასული წლის დეკემბერში გამოცხადებული შესყიდვა „მაქრო კონსტრქშენთან“ დოკუმენტაციაში აღმოჩენილი უზუსტობების მიზეზით შეწყდა. შეყიდვისთვის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 41 მილიონ 468 ათასი ლარი ჰქონდა განსაზღვრული. სამი მრავალბინიანი კორპუსის აგება 2021 წელს უნდა დასრულდეს.