27, იანვარი 2020 18:32:00
გონიოს ციხის ტერიტორიაზე საბავშვო ფესტივალი გაიმართა. მასში ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეები და ასევე, ფონდ „იალქანის“ ბენეფიციარები მონაწილეობდნენ. 250-მდე მოსწავლემ სხვადასხვა საგანმანათლებლო და გასართობ პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, ბავშვებს, ხელოვნების სხვადასხვა მასტერკლასში ჩართვის საშუალება ჰქონდათ. მათ სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.