30, იანვარი 2020 17:49:00
ქედაში, სოფელ ხარაულაში ხანძრის შედეგად კაცი გარდაიცვალა. ტაკიძეების საცხოვრებელს ცეცხლი ღამით გაუჩნდა, ამ დროს კი სახლში მხოლოდ ერთი ადამიანი იმყოფებოდა. გარდაცვლილის მეუღლე ყვება, რომ ის მეზობელთან იყო, სახლში დაბრუნებულმა კი კვამლი და ცეცხლი შენიშნა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები გამოიძახეს. დამწვარია მხოლოდ ერთი ოთახი. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ამ ეტაპზე ვერ საუბრობენ. მიმდინარეობს გამოძიება.