31, იანვარი 2020 18:15:00
კორონავირუს-ს ბოლო მონაცემებით 213 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 9 ათას 692-ს შეადგენს, მათგან ათას 500-ზე მეტის მდგომარეობა მძიმეა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინფიცირების ორი ათასამდე ახალი შემთხვევა დასტურდება, რაც მსოფლიოს 18 ქვეყანაში გამოვლინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ეპიდემიას გლობალურ საფრთხედ აცხადებს.