31, იანვარი 2020 21:44:00
26 წელი ზღვისპირა პარკის გამწვანებაზე ზრუნვაში. 69 წლის აგრონომმა, წლები ბულვარის სახეცვლილებებთან ერთად გაიარა. თავდაპირველად იგი მთავარი აგრონომი იყო, ახლა კი გამწვანების და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსია. გენო ნოღაიდელის პორტრეტს მაცნეში
პროფესიით აგრონომია. უკვე 26 წელია, რაც ზღისპირა პარკის გამწვანებაზე ზრუნავს. 69 წლის გენო ნორაიდელი აქ შესაძლოა ნებისმიერ დროს შენიშნოთ. ზუსტად 45 წლის წინ მოვიდა აქ, მაშინ როცა გარემო რადიკალურად განსხვავებული იყო. მაშინ მთავარ აგრონომად შესთავაზეს მუშაობა, ახლა კი გამწვანების და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსია:
იცის სად - რა მცენარე და ხეა. უყვარს თითოეული მათგანი. ეს იმიტომ, რომ საქმიანობა და ცხოვრებისეული ინტერესი - ერთმანეთთან თანხვედრაშია. ზღვისპირა პარკში გასვლით, ერთდროულად სამუშაოსაც ასრულებს და ჰობითაც კავდება. ბულვართან 26 წლიანი ურთიერთობის მანძილზე არქივს არაერთი საინტერესო ისტორია შემორჩა:
იცის ბულვარის ისტორიის ყველა დეტალი. ის, რაც საკუთარი თვალით არ უნახავს, წაკითხული აქვს. აქ 440 ათასზე მეტი ხე-მცენარეა დარგული. ყოველდღიურად - ვერ, თუმცა ეტაპობრივად ყველასთან მიდის
რატომ უყვარს ზღვისპირა პარკი და რას ნიშნავს მისთვის ბულვარის გამწვანებაზე ზრუნვა?