30, იანვარი 2020 12:13:00
ქობულეთის ტურისტულად დატვირთულ ზონაში ინფრასტრუქტურა განახლდა. მოეწყო ზღვისპირა სკვერი, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა სასეირნო ზოლი და სავალი ნაწილი, გაშენდა მწვანე ზოლი, დამონტაჟდა ახალი განათების სისტემა, აშენდა მრავალფუნქციური სპორტული მოედანი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა რამდენიმე ქუჩას. მათ შორის თბილისის, მეგობრობის და კოსტავას მონაკვეთებს. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 2019 წელს დაიწყო. შეიცვალა სანიაღვრე სისტემა, ბორდიურები. საავტომობილო გზაზე დაიგო ასფალტის საფარი და ფილები. აგრეთვე დასრულდა გელაურის უბნის კეთილმოწყობა.