13, თებერვალი 2020 21:26:00
2017 წელს დაწყებული, უეფას მეოთხე კატეგორიის, 20 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობა. როდისთვის პროგნოზირებენ მენეჯმენტში მოედნის სრულყოფას? და როდის შეძლებენ ფეხბურთელები თამაშს? სიუჟეტი საეთეროდ მზადდება, დაელოდეთ.
20 წელია, რაც ვაჟას ცხოვრება აქტიურ სპორტს უკავშირდება. 6 წლის განმავლობაში დინამო ბათუმის ფეხბურთელი იყო. ბოლო ერთი წელია კი ამავე კლუბის მწვრთნელია. აქ, ამ სტადიონზე შესვლა მისთვის წლების განმავლობაში შეუსაბამო პირობებში ვარჯიშის და პატარა მოედნებზე გამართული დიდი თამაშების დასასრულს უკავშირდება. ამბობს, რომ ქართულ ფეხბუთს ნანატრი ოცნება სულ მალე აუხდება:
141 მილიონ ლარიანი პროექტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო. სტადიონი უეფას მეოთხე კატეგორიის სტანდარტისაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოდის ყველაფერი - გახმოვანება, განათება, მინდვრის საფარი, მონიტორები, მაყურებლის რაოდენობა, სკამების ხარისხი. დირექტორის თქმით, მოედანი არამხოლოდ მასშტაბური ღონისძებების ჩატარების საშუალება, არამედ ტურისტული ატრაქცია იქნება.
მოედანს რამდენიმე შესასვლელი ექნება. პროექტის მიხედვით მიმდებარე ტერიტორიაზე 1 200 მანქანაზე გათვლილი საპარკინგე ადგილი მოეწყობა. მემბრანით გადახურული სტადიონის განათებების ფერები, მოძრაობა და ანიმაცია ღონისძიების ფორმატსა და შინაარსზე იქნება დამოკიდებულები.
უეფას მეოთხე კატეგორიის, 20 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მოწყობის პასუხისმგებლობა შპს „ანაგიმ“ აიღო. მასშტაბური პროექტის მშენებლობაში დღემდე 1000-მდე ადამიანი ჩაერთო. ვადა ოქტომბრამდე აქვთ, თუმცა სწრაფი ტემპების გამო, მენეჯმენტში მოედნის სრულყოფას გაზაფხულის ბოლომდე პროგნოზირებენ. ახლა სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, ანუ მოედნის გარე პერიმეტრზე მუშაობენ.
რეგიონისთვის მასშტაბურ პროექტს მასშტაბური მნიშვნელობა, რომ აქვს, ამას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ.
როდის იქცევა მითი რეალობად ანუ როდის გაგორდება ბურთი ამ მოედანზე, ზუსტი თარიღი ჯერ ჯერობით უცნობია, თუმცა ამ წუთამდე ქართულ ფეხბურთს დიდი დრო აღარ აშორებს
.