21, მარტი 2020 19:18:00
ქუთაისში, მკვლელობა მოხდა. შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მეორე კი დაჭრილია. დაჭრილი კაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი და დაჭრილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები არიან.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.