09, მარტი 2020 19:03:00
,,ღია ტურნირი ქართულ ნარდში’’ - ბათუმში, დედათა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ხანდაზმულმა ქალებმა მიიღეს. შეჯიბრი ბათუმის ბულვარის ორგანიზებით, სამი დღის განმავლობაში იმართებოდა. გამარჯვებულები კი მედლებითა და საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს.