24, მაისი 2017 20:10:00
რა კეთდება რეგიონში სპორტული ტურიზმის განვითარების კუთხით და იგეგმება თუ არა დამატებითი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ? - აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, მოლაპარაკებები საკითხთან დაკავშირებით ამ დრომდე მიმდინარეობს. რამაზ ბოლქვაძის განცხადებით, ქობულეთსა და ბათუმში დაგეგმილია სპორტული ბაზების მოწყობა, მათ შორის სპორტკომპლექსებისა და სპორტული მოედნების მშენებლობებიც. როდის იქნება მზად რეგიონი საერთაშორისო სასპორტო გუნდების მისაღებად ამ ეტაპზე უცნობია. მშენებლობების დასრულებას მინისტრი 2018 წლისთვის ვარაუდობს.