25, მარტი 2020 17:17:00
ხანძარი ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე. დამწვარია ექვსი სავაჭრო ობიექტი. განადგურდა გასაყიდი პროდუქტი, ძირითადად სამშენებლო მასალები. ცეცხლი ამ დროსითვის ლოკალიზებულია, ადგილზე კი ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, მიმდინარეობს ნივთ-მტკცებულებების ამოღება. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ვერსიები არც მაღაზიების მეპატრონეებს აქვთ. ამბობენ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო მაღაზიები დაკეტილი ჰქონდათ. მათივე თქმით, დიდია ზარალის ოდენობა. სახანძარო სამაშველო სამსახურში გამოძახება დილის 6 საათისთვის შევიდა.