26, მარტი 2020 18:02:00
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ამბობს, რომ საქართველო საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლებოდა ამ რთულ დროს ყოფილიყო. დიპლომატი რNიშნავს, რომ კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისი, არამხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობას შეეხება, არამედ ეკონომიკისთვისაც უდიდესი გამოწვევაა და ასეთ დროსაც ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა. ელჩი აღფრთოვანებას გამოხატავს მედპერსონალის, სამართალდამცავების, მესაზღვრეებისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ამ დღეებში მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის დაუღალავად შრომობს.