05, აპრილი 2020 11:36:00
აჭარაში, Covid 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ TV25.GE აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განუცხადა.
„დღეს დილით დაგვემატა ახალი დადასტურებული შემთხვევა, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი პაციენტის კონტაქტირებული პირი და იგი საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა. ეს არის 80 წლამდე პირი, რომელსაც მსუბუქი რესპირაციული ჩივილები აქვს, ის კლინიკაშია გადაყვანილი“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.