15, მაისი 2020 10:10:00
გაილამაზეთ ზაფხულის ცხელი დღეები გემრიელი კოქტეილით!
ინგრედიენტები:
რაოდენობა: 2 ჭიქა
- ჯინ-ტონიკი (გამჭირვალე ფერის)
- ნახევარი ლიმონი
- ¼ ჩაის კოვზი დარიჩინი
- 1 სუფრის კოვზი სიროფი
- 100მლ. წყალი
- 1 ცალი ვაშლი
- 3 ტოტი ქონდარი
- 2x 330მლ. ვაშლის წვენი ალკოჰოლით
- ყინული
მომზადება:
გამოვწუროთ ნახევარი ლიმონი. ვაშლი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და რამოდენიმე გადავდოთ გვერდძე, მოგვიანებით კოქტეილის გარნირისათვის. შემდეგ პატარა წურჭელში ვათავსებთ ვაშლის ნაჭრებს, წყალს, სიროფს, ერთ ტოტ ქონდარსა და დარიჩინს. ამ ყველაფერს ვხარშავთ და თან ვურევთ მანამ, სანამ ვაშლი არ დარბილდება. შემდეგ გადმოვდგამთ გაზქურიდან და ქონდარს ამოვიღებთ ჭურჭლიდან.
ვაშლის მასას გავცხრილავთ და ველოდებით გაცივებას.
მოვამზადებთ კოქტეილის ორ ჭიქას და თითოეულში ვასხამთ 50მლ. ჯინ-ტონიკს. შემდეგ გაციებულ ვაშლის სიროფს. დაახლოებით 5 სუფრის კოვზს თითოეულ ჭიქაზე.
ამის შემდეგ ვავსებთ ჭიქას ვაშლის წვენითა და ალკოჰოლური სასმელით (მაგ.არაყი) ვამატებთ ყინულს, დარჩენილ ვაშლის ნაჭრებსა და ქონდარს.
სტატია TV25.GE-სთვის ნანული კიკაჩეიშვილმა https://Rezepte.de-ზე დაყრდნობით მოამზადა.