15, მაისი 2020 10:30:00
ევროპაში ძალიან ხშირად ცხელ დღეებს მარტივი საშუალებებით ებრძვიან. წარმოგიდგენთ ყინულის ხილის უგემრიელეს ასორტიმენტს, რომელიც ძალიან მარტივი მოსამზადებელია.
ზაფხულში ხილი მარტივად ფუჭდება და ზოგჯერ მისი გადაყრაც კი გვიწევს. ძალიან კარგი გამოსავალია თუ ჯანსაღ ხილს ჩვენი ორგანიზმის საკეთილდღეოდ გამოვიყენებთ და მცხუნვარე დღეებში პირსაც ჩავიტკბარუნებთ.
ნებისმიერი სახის ხილი დავჭრათ და ჩავალაგოთ ყინულის ფორმებში და ამ სახით გვქონდეს მაცივარში, როცა მოგვინდება მას ჩავდებთ გაზიან მინერალურ წყალში, ლიმონათში ან ნებისმიერი სხვა სახის სასმელში. ასე შევიძენთ მოტივაციას, რომ ჩვენი ორგანიზმა ზაფხულის მცხუნვარე დღეებში მეტი სითხე მიიღოს.
სასმელი ამ სახით შეგიძლიათ მიართვათ ბავშვებსაც, რომლებსაც ფერადი ყველაფერი აბედნიერებთ და დიდი რაოდენობით შაქრის შემცვლელ სხვა სახის გამაგრილებელ სასმელსაც აღარ მოითხოვენ. როგორც ცნობილია, ტრადიციული გაზიანი გამაგრილებელი სასმელების უმრავლესობა, რომლებიც ბავშვებს ასე ძალიან უყვართ, ჯანმრთელობისათვის არ არის სახარბიელო. ასე თქვენ მარტივად მოამზადებთ ყოველდღიურ გემრიელ, ჯანსაღ სასმელს და დაზოგავთ კიდეც.
რაც შეეხება ზრდასრულებს, თქვენ შეგიძლიათ, ამ სახით მოამზადოთ სხვადასხვა სახის წვენები, ალკოჰოლური სასმელები და ყავა.
გისურვებთ ბედნიერ ზაფხულს!
სტატია TV25.GE-სთვის ნანული კიკაჩეიშვილმა https://Rezepte.de-ზე დაყრდნობით მოამზადა.