18, მაისი 2020 11:43:00
შემოგთვაზებთ ფინდუსის ბლინების უგემრიელეს ტორტს, რომელიც საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია.
ინგრედიენტები:
- 1 ლიტრი რძე
- 6 ცალი კვერცხი
- 600 გრ. ფქვილი
- 4 სუფრის კოვზი ზეთი
- 2 ჩაის კოვზი მარილი
- 4 სუფრის კოვზი შაქარი
- 100 გრ. კაკაო
- ჩვეულებრივი ტორტის კრემი
- მალინა, მოცვი.
მომზადება:
შაქარსა და კვერცხს ვთქვეფთ ერთმანეთში. შემდეგ ვამატებთ რძეს ფქვილს, ზეთს, კაკაოსა და შაქარს. ამ ყველაფერს მიქსერის საშუალებით ერთმანეთში ავურევთ ისე, რომ კარგი, თხელი ბლინების ცომი მივიღოთ. შემდეგ ვაცხობთ ბლინებს.
როდესაც ბლინები გაცივდება დავკრემავთ, ანუ თითოეულ ბლინს შორის საშუალოდ ორ სუფრის კოვზ კრემს ვიზენებთ და ბოლოს გავაფორმებთ ხილის საშუალებით!
გემრიელად მიირთვით!
სტატია TV25.GE-სთვის ნანული კიკაჩეიშვილმა https://Rezepte.de-ზე დაყრდნობით მოამზადა.