18, მაისი 2020 20:30:00
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. მსოფლიო ამ დღეს 38 წელზე მეტია აღნიშნავს, თუმცა 2020 წელი განსხვავებული აღმოჩნდა. კორონავირუსის პანდემიის ფონზე ყველა მუზეუმი დაიკეტა, რის გამოც მუშაობა მოქალაქეების გარეშე, ონლაინ რეჟიმში გააგრძელეს. აჭარის მუზეუმების გაერთანება ადგილობრივებს სთავაზობს, რომ სხვადასხვა სიახლეს დისტანციურ რეჟიმში გაეცნონ.