20, მაისი 2020 17:15:00
აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის დეპუტატები TV 25-ის პირდაპირ ეთერში მონაწილეობას იმ შემთხვევაში მიიღებენ თუ პერსონალური შეთავაზება გვექნება. მაშინ, როდესაც საბჭოს პრესცენტრი ჰყავს და მასთან თითქმის ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს, დეპუტატები, მათ შორის, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე პერსონალურ კომუნიკაციას ითხოვს. არადა, არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც დეპუტატებს პერსონალური დაკავშირების დროს პრესცენტრში გადავუმისამართებივართ. მედიასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტეს, რომ ჩვენი შეთავაზების შესახებ ყველა დეპუტატს აწვდის ინფორმაციას, თუმცა რატომ არ მონაწილეობენ გადაცემაში უმრავლესობის წევრები აქ ვერ გვეუბნებიან.