21, მაისი 2020 20:49:00
სარიტუალო დარბაზები ის ეს ერთ-ერთი სეგმენტია ბიზნეს სექტორიდან, რომელიც საკმაოდ მრავლად არის აჭარაში. ამ სექტორის წარმომადგენლები მსხვილი გადამხდელები არიან სახელმწიფო ხაზინაში, თუმცა კოვიდ19-ის პანდემიამ მათი სამუშაო პროცესი შეაჩერა. რას ამბობენ მეწარმეები, რომელთაც დაგეგმლი ქორწილების ჯავშანი გაუუქმდათ და შესაბამისად, შემოსავლის გარეშე დარჩნენ. დეტალებს რეპორტაჟში ნახავთ.
ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ტიპის კვების ობიექტები, ორ თვეზე მეტია დახურულია სარიტუალო დარბაზები, არადა, მფლობელების უმრავლესობას სოლიდური სასესხო ავლებულებები აკისრიათ. ერთ-ერთი ასეთი ყველა აბთუმელისთვის კარგად ნაცნობი დარბაზი „ჯორჯიაა“. შიშობს, რომ პანდემიის მიზეზით გაუქმებული ჯავშნები, ქორწინებებისთვის, შეზღუდვის მოხსნის შემდეგ ხელმეორედ აღარ დაიჯავშნება. ამას ორი მიზეზით ხსნის: ერთი, რომ წყვილებმა დიდი თავყრილობების გარეშე იქორწინეს და მეორე, ოჯახებს ქორწილის გადახდისთვის სახსრები აღარ დარჩათ. დარბაზის მენეჯერი ამბობს, რომ ეს მფლობელთან ერთად ნეგატიურად თითოეულ დასაქმებულზე იმოქმედებს. „ბაგრატიონს“. დარბაზს 40 მუდმივი და ამდენიმე დაქირავებული პერსონალი ყავს თითოეული შეკვეთისას.
შექმნილ კრიზისზე საუბრობს „ბაგრატიონის“ ხელმძღვანელობაც. დარბაზს, მხოლოდ აპრილში ჩანიშნული 15-მდე საქორწინო ჯავშანი გაუუქმდა.
შექმნილ ვითარების ფონზე წერილობით მიმართა პრემიერ-მინისტრს „საქართველოს რესტორატორთა ასოციაციამ“. საბანკო შეღავათებთან ერთად ასოციაცია ითხოვს, კვების ობიექტები, მათ შორის სარიტუალო დარბაზები გათავისუფლდნენ დაგროებული კომუნალური გადასახადებისაგან. პრეზიდენტი კოტე გაბრიჩიძე ამბობს, რომ თუ შეღავათები უფრო მოქნილი არ იქნება, ბინზეს სეგმენტს სერიოზული საფრთხეები ემუქრება.
პანდემიის პრევენციისთვის შემოღებული შეზღუდვები ნელ-ნელა იხსნება, თუცა ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაიშვება საქმიანობა ნებადართულად რესტორნებისა და სარიტუალო დარბაზებისთვის.