22, მაისი 2020 16:48:00
დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება აღდგება. საქმიანობის განახლება აღნიშნული პროფილის ნებისმიერ კლინიკას შეეძლება, თუმცა პარალელურად გაგრძელდება 11 მაისიდან დაწყებული მონიტორინგი, რაც დაწესებულებების მიერ რეკომენდაციების შესრულებას შეამოწმებს. საქართველოს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში განმარტეს, რომ ამ მომენტისთვის, სააგენტოში, გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების დაწყების თაობაზე 279 შეტყობინება შევიდა. შემოწმდა 191 ობიექტი, რომელთაგან 164 შემთხვევაში კლინიკას საქმიანობის განხორციელების უფლება მიეცა.