02, ივნისი 2020 18:12:00
გორგილაძის ქუჩაზე, გრიბოედოვისა და ჯავახიშვილის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში წყალარინების ახალი ქსელი ეწყობა. თვის ბოლოს კი გზის საფარის კეთილმოწყობა იგეგმება. პარალელურად ჯავახიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ხორციელდება. პროექტი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ღირებულება 30 მილიონამდე ევროს შეადგენს. შესაბამისი ტექსტი და ვიდეომასალა ბათუმის მერიის პრესცენტმა მოგვაწოდა.