03, ივნისი 2020 20:10:00
12 წლის გოგო, რომელიც თავს ყველაზე ბედნიერად სამზარეულოში გრძნობს. საყვარელი საქმე 6 წლის წინ დაიწყო. დღეს კი მისი მთავარი მიზანი მასშტაბურ კულინარიულ პროექტებში მონაწილეობისთვის სამზადისია. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი ერთადერთი გატაცება მხოლოდ კულინარია არ არის. პარალელურად, იგი ხატავს. მძივებისგან კი, გულსაბნევებსა და თმისამაგრებს ამზადებს. ბეატრის ვერძაძის პორტრეტი მაცნეს ობიექტივში.
მიუხედავად იმისა, რომ 12 წლისაა თავს ყველაზე ბედნიერად სამზარეულოში გრძნობს. ექვსი წლის იყო, როცა პირველი კერძი დამოუკიდებლად მოამზადა. მას შემდეგ დღემდე სხვადასხვა დასახელების 60-მდე რეცეპტი აქვს. პატარა მზარეულმა იუთუბზე საკუთარი არხიც შექმნა. ასე იგი მსურველებს საკუთარ შესაძლებლობებს უზიარებს და პროფესიას ასწავლის.
მისი ერთადერთი გატაცება მხოლოდ კულინარია არ არის. სამზარეულოს გარეთ ბეატრისი ხატავს, თუმცა მაინც ცდილობს ეს ორი პროფესია ერთმანეთს დაუკავშიროს. სწორედ ამიტომ, მის სამზარეულოში ხშირად შეხვდებით ნივთებს, რომლებიც საკუთარი ნამუშევრებით აქვს გაფორმებული. ეს მისი პირველი ნახატებია.
დრო ფუჭად არ დაკარგა და თვითიზოლაციის პირობებში 12 წლის ბეატრისმა კიდევ ერთ ახალ საქმეს მიჰყო ხელი. მძივებისგან, გულსაბნევებისა და თმისამაგრების დამზადებას სწავლობს.
ინტერესის სფერო მრავლად აქვს, თუმცა მისთვის მთავარი მაინც მზარეულობაა, ამიტომ მის სამომავლო გეგმებში მასშტაბურ კულინარიულ პროექტებში მონაწილეობის მიღება შედის.