05, ივნისი 2020 19:53:00
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ე. წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის, იგივე "ლავასოღლის" მხარდამჭერ აქციაზე ცხრა პირი დააკავეს. მათ გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევას ედავება, რაც პოლიციელისადმი კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
აქციის მონაწილეები ბათუმი-სარფის დამაკავშირებელ გზაზე დააკავეს, სადაც აქციას მართავდნენ და მთავარი გზის პიკეტირებას გეგმავდნენ, რის საშუალებაც აქციის მონაწილეებს სამართალდამცავებმა არ მისცეს.
როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეები ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის იგივე "ლავასოღლის" პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.