05, ივნისი 2020 21:02:00
პროტესტი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან. აქციაზე, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებთან ერთად, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კორხეიძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას მოითხოვენ. იგივე მოთხოვნა აქვს ადვოკატ, ალექსანდრე მილორავასაც, მიზეზად კი ტელევიზიიდან ჟურნალისტების გათავისუფლებას ასახელებს. ცნობისთვის, მილორავა მერვე დღეა შიმშილობს.