17, ივნისი 2020 16:07:00
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. პოსტი დღეს ოფიციალურად ვასილ როინიშვილმა დაიკავა. ფიცის დადების ცერემონიალი კი ამ წუთებში ბათუმში მიმდინარეობს. ღონისძიება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, თეიმურაზ ტუღუშმა გახსნა. შეკრებილებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. ვასილ როინიშვილი ამ დრომდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო. 2006-2008 წლებში კი აჭარის პროკურორი. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება არაერთი გახმაურებული საქმე, მათ შორის აგვისტოს ომის მონაწილის, სერჟანტ როინ შავაძის წამებით მკვლელობის საქმე, რომელიც დღემდე არ არის გამოძიებული. სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს უფლებამოსილების ვადა 2 დღის წინ ამოეწურა. შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს 10 წლის ვადით ნიშნავენ.