30, ივნისი 2020 17:30:00
წინასწარი შეფასებით, მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა. გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, იანვარ-მაისის საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და მინუს 5.4%-ს შეადგენს. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2020 წლის მაისში, განსაკუთრებით აღსანიშნავია შემცირება მშენებლობის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, უძრავი ქონებით ოპერაციების, ასევე ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორებში. "ექსპორტის მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ით შემცირდა, 35%-ითაა შემცირებული იმპორტის მაჩვენებელი. მაისში ქვეყანაში 3 ათას 200-მდე ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც დაახლოებით 33%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს,”-განაცხადა თოდრაძემ.