03, ივლისი 2020 17:58:00
გონიოს ციხის ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე, მუზეუმის რესტავრაცია მიმდინარეობს, ციხის გარე პერიმეტრზე კი საფეხმავლო ბილიკი ეწყობა. შენდება ადაპტირებული საპირფარეშო. პროექტის მიხედვით, ვიზიტორებისთვის უსაფრთხოების ზღუდეებიც მოეწყობა. სამუშაოებს შპს“ COMPASS G.K“ და “IMEDI 2015” აწარმოებენ. პროექტის ღირებულება 260 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აფინანსებს. თანხები გაიცემა გონიოს ციხის საკუთარი შემოსავლებიდანაც.