03, ივლისი 2020 21:59:00
ნაადრევი ქორწინება - ბოლო დროის ყველაზე მწვავე პრობლემა საქართველოში. გამოწვევა, რომლის წინაშე ქვეყანა წლებია დგას. ბავშვთა ქორწინება თითქმის საყოველთაოდ არის აკრძალული, თუმცა ყოველდღიურად დაახლოებით 33 ათასი შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსის პანდემიამ ადრეულ ქორწინების რიცხვის ზრდას ხელი საგრძნობლად შეუწყო. პრობლემაზე ღიად საუბრობენ ქალთა და ბავშვთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებშიც.
ეს იზაბელაა. სახელი ჩვენ მას პირობითად შევურჩიეთ. ის 18 წლისაა. ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება ერთი თვის წინ მიიღო. საამისო პირობები პანდემიამ შეუქმნა. იმის გამო, რომ თვეების განმავლობაში შეყვარებულთან შეხვედრას ვერ ახერხებდა, გამოსავალი მარტივად იპოვეს.
იზაბელა ერთადერთი არ არის. ქვეყნის მასშტაბით მსგავსი დილემის წინაშე სავარაუდოდ კიდევ ბევრი მოზარდი აღმოჩნდა. ამას ადასტურებს გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში. სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ დოკუმენტში წერია, რომ პანდემიამ შესაძლოა გამოიწვიოს იძულებით ადრეული ქორწინების რისკის ზრდა, რომელიც გარკვეულ საზოგადოებებში ოჯახის ეკონომიკური ტვირთის შემსუბუქების სტრატეგიად არის მიჩნეული.
პრობლემა, რომ არსებობს, ამაზე ქალთა და ბავშვთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებშიც ღიად საუბრობენ. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ გამოსავალს სახელმწიფოს როლის გააქტურებაში ხედავს. ბაია პატარაია პანდემიის პირობებში შემქნილ რისკს მძიმე სოციალურ მდგომარეობასა და სიღარიბეს უკავშირებს.
ბავშვთა ქორწინება თითქმის საყოველთაოდ არის აკრძალული, თუმცა ყოველდღიურად დაახლოებით 33 000 შემთხვევა ფიქსირდება. ეს ხდება ყოველდღე, მთელ მსოფლიოში. დღევანდელი მდგომარეობით, დაახლოებით 650 მილიონი გოგონა და ქალი ადრეულ ასაკშია დაქორწინებული.