06, ივლისი 2020 17:26:00
ეროვნულები გამოცდები დაიწყო. დღეს აბიტურიენტებმა საკუთარი თავი ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოსცადეს. ცოდნის პარალელურად, წელს პირველად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახალგაზრდებისგან კიდევ სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვს. გამოცდააზე დაშვების პირობები წელს უნივერსიტეტში მოხვედრის მსურველებსისთვის კორონავირუსის პანდემიის გამო გამკაცრებულია. დამატებითი ვალდებულებები აქვთ გამომცდელებსაც.
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე დასრულდა. აბიტურიენტებმა გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარეს. ტესტების შესავსებად და თემის დასაწერად მათ 3საათი და 45 ჰქონდათ.
ბათუმში, საგამოცდო ცენტრები პირველ, მეათე და მეთოთხმეტე საჯარო სკოლებშია გახსნილი. ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, რეკომენდაციების შესაბამისად, ცენტრებში უზრუნველყოფილი იყო დეზობარიერი, თერმოსკრინინგი და სადეზინფექციო ხსნარები. აბიტურიენტებს ასევე ამოწმებდნენ პირბადეებზე. გამოცდისთვის რეგისტრაციას, ერთდროულად 30 აბიტურიენტი გადიოდა.
აჭარაში, მეოთხე საგამოცდო ცენტრი ხულოშია გახსნილი. ჯამში, რეგიონში, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, 4 220 აბიტურიენტია რეგისტრირებული. ქართულ ენასა და ლიტერატურაში დღეს გამოცდა 709 აბიტურიენტს უნდა ჩაებარებინა, თუმცა საგამოცდო ცენტრებს, მხოლოდ 682-მა მიაკითხა. მათგან გამოცდაზე ყველა დაიშვა.
ქართულ ენასა და ლიტერატურის გამოცდები 24 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ერთიანი ეროვნულ გამოცდების პროცესს დღეს აჭარის განათლების მინისტრი გაეცნო, თუმცა მაია ხაჯიშვილის უწყებამ „TV25“-ს ამის შესახებ არ აცნობა. უკვე მეოთხე თვეა რაც აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო TV25-ს აიგნორებს.