06, ივლისი 2020 17:59:00
აჭარაში მცხოვრები დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ. მათთან დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად იმყოფებდა. შეხვედრაზე განსახლებისა და დასაქმების მიმართულებით არსებულ პროექტებზე ისაუბრეს. სააგენტოს დირექტორის განცხადებით, უახლოეს დღეებში დაიწყება„დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა“, რომლის დახმარებითაც, 65 ათას 1-დან 100 ათას 1-მდე სოციალური ქულის მქონე დევნილები, თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით გრანტებს მიიღებენ.