08, ივლისი 2020 17:03:00
ერთიანი ეროვნული გამოცდების მე-3 დღე საქართველოში. აბიტურიენტებმა თავი დღეს კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოსცადეს. რეგისტრაცია ბათუმის საგამოცდო ცენტრებში 677-მა ახალგაზრდამ გაიარა, არ გამოცხადდა 29. ტემპერატურის მატების გამო, ერთი აბიტურიენტი ცალკე სექტორში გადაიყვანეს. სესიები ქართულ ენასა და ლიტერატურაში 11 ივლისის ჩათვლით იქნება. წელს განსხვავებულია საგამოცდო აუდიტორიებში მოხვედრის პირობები. გასათვალისწინებელია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, რომელიც სოციალური დისტანციის დაცვას, პირბადის გამოყენებას, თერმოსკრინინგსა და ხელების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას გულისხმობს. ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება.