08, ივლისი 2020 21:59:00
დღეის მონაცემებით აჭარაში სავალდებულო კარანტინს 2000-ზე მეტი პირი გადის, მათ შორის 150-მდე ბავშვი. იზოლირებული გარემო, რომელშიც არასრულწლოვნები 2 კვირის განმავლობაში ცხოვრობენ, ხშირ შემტხვევაში მათ საჭიროებებზე მორგებული არ არის. ამაზე ხმამაღლა საუბრობენ ბავშვთა უფლებების დამცველები. პრეტენზიები აქვთ მშობლებსაც. რისკევს ხედავენ ფსიქოლოგები. რატომ ირღვევა არასრულწლოვანთა უფლებები კარანტინში? ია გოლიაძე არკვევდა.
ანა არგანაშვილი ამერიკიდან საქართველოში 12 დღის წინ დაბრუნდა. 30 საათიანი დამღლელი მგზავრობის შემდეგ თავისუფლება დაუსაბუთებლად შეუზღუდეს - მიუხედავად იმისა, რომ გამოფრენამდე კარანტინის ნაცვლად, განაცხადი თვითიზოლაციაზე ჰქონდა დაწერილი, აეროპორტიდან ავტობუსით პირდაპირ, იზოლირებულ სივრცეში წაიყვანეს. ასე აღმოჩნდა 11 წლის შვილთან და მეუღლესთან ერთად სასტუმროში, შეუსაბამო პირობებში.
ამტკიცებს, რომ საკარანტინე სივრცეში ბავშვის უფლებები ყოველღიურად ირღვევა, გარემო არასრულწლოვნისთვის შეუსაბამოა, არც სივრცეა საკმარისი, არც ბავშვის მენიუ არსებობს და არც მოზარდის განვითარების პირობებია გათვალისწინებული. თვითიზოლაციაში გადაყვანის მოთხოვნით მან სასამართლოსაც მიმართა. ამ უკანასნელმა მოსარჩელე გუშინ გაამართლა.
კიდევ ერთი დედა, რომელიც შვილებთან ერთად კარანტინში დაუსაბუთებლად აღმოჩნდა, ვერა მურღულიაა. იგი საფრანგეთიდან სამშობლოში, ბიზნესის გამო ბრუნდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ლაბორატორიიდან კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი ჰქონდა და თვითიზოლაციაში გადასვლა სურდა, უთხრეს, რომ საზღვრიდან პირდაპირ გონიოში, იზოლირებულ სიცვრეში უნდა წასულიყო. გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ კანონი ასეთია. 3 შვილის დედა ამბობს, რომ ბავშვთა უფლებები უხეშად ირღვევა.
ბავშვთა კარანტინში განთავსება რომ თავისუბურ მდგომებს საჭიროებს, იციან ცენტრალურ მთავრობაში. იციან და ამბობენ, რომ მცდელობას არ აკლებენ, რათა ყველა შემთხვევაზე ადეკვატური რეაგირება მოახდინონ. თუმცა ჩიქოვანს არ დაუკონკრეტებია, როდის გახდება რეკომენდაციები საჯარო. საკარანტინე სივრცეებში, რომ ბავშვების უფლებები ირღვევა და სახელმწიფო მათთვის აუცილებელ საჭიროებებს რომ ვერ ითვალისწინებს, ამაზე მესამე სექტორში ღიად საუბრობენ. ბავშვთა უფლების დამცველი მიიჩნევს, საკითხი სენსიტიურ მიდგომებს საჭიროებს, რაც დღეს არსებული საერთო ფონით, ხელისუფლებას მხედველობიდან გამორჩა.
არასაკმარის სივრცეში ცხოვრება, ბავშვის მენიუს არარსებობა, თამაშს, გართობას მოკლება შესაძლოა ბავშვისთვის მძიმე შედეგებით დასრულდეს. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს სტრესს, შფოთვით აშლილობას და დეპრესიას იწვევს.
რეგიონში საკარანტინე სივრცეებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მართავს. რამდენად შესაბამის პირობებში არიან ბავშვები იზოლირებულ გარემოში და რატომ ვერ უზრუნველყოფენ მათი უფლებების დაცვას? უწყებაში გვპასუხობენ, რომ:
დღეს არსებული მდგომარეობით, აჭარაში ამ ეტაპზე სავალდებულო კარანტინს 2457 გადის, მათ შორის 150 ბავშვია.