10, ივლისი 2020 21:19:00
ქობულეთი ეკოლოგიური საფრთხის წინაშეა. ტურისტულ ქალაქში უკვე რამდენიმე დღეა საშინელი სუნი დგას. ეს ყველაფერი კი იმან გამოიწვია, რომ ერთ ერთმა საწარმომ კანონის გვერის ავლით, ციტრუსის ნარჩენებით გარემოში დააბინძურა. მუნიცპალიტეტში შედეგად თევზები დაიხოცა. ბოლომდე ჯერ არ მოკვლეულა, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ რომ მიყენებული ზიანი დიდია. მერია პასუხისმგებლობას გაურბის, კომპანია კი მთელი დღის განმავლობაში ვერ დავუკავშირდით. რეპორტაჟს ვამზადებთ
დახოცილი თევზები და გაუსაძლისი სუნი ქობულეთში. ციტრუსის ნარჩენი, ქობულეთის მანდარინის გადამამუშავებელმა საწარმომ, ყოველგვარი ნორმების დაცვის გარეშე, სოფელ ქობულეთში, ღიად გაუშვა. ტონობით, ციტურსის ღია ქერქიდან გამოყოფილი წვენი, მიწაში გაიჟღენთა და ქობულეთში, მდებარე ე.წ. სმეკალოვკის არხს შეუერთდა. არხში, მასიურად დახოცილი თევზებიც სწორედ ამ დროს გამოჩნდა. სპეციფიური სუნი აქ იმდენად მძაფრია, რომ რუსთაველის და აღმაშენებლის ქუჩის ბოლომდე აღწევს. მას შემდეგ, რაც საწარმომ გრემო დააბინძურა, მოსახლეობა ვეღარც ფანჯრებს აღებს. მძაფრი სუნი, განსაკუთრებით საღამოს საათებში იგრძნობა.
არსებული სურათის მიუხედავად, ქობულეთის მერი ამ კადრების გადაღებიდან ნახევარ საათში გვიმტკიცებდა, რომ კანონდარღვევაზე რეგირება უკვე იყო და სუნი აღარ იდგა. კერძოდ, მირიან ქათამაძე ცდილობდა დაგვეჯერებინა, რომ იქ, სადაც საწარმომ მანდარინის ნარჩენი დაყარა, მიწა გადააყარეს, რამაც სუნი გააქრო. გარემოსთვის მიყენებული სხვა ზიანისთვის კი პასუხისმგებლობა მოიშორა და თითი გარემოს დაცვის სამმართველოსკენ გაიშვირა.
აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს, გარემოს ზედამხედველობით დეპარტამენტში ამბობენ, რომ დაბინძურების ფაქტზე მოკვლევა უკვე დაწყებულია. წინასწარი შეფასებით, დეპარტამენტში ფიქრობენ, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა მძიმე იქნება.
გარემოზე, ანალოგიური ზიანის მიყენებისთვის და ტერიტორიის დანაგვიანებისთვის, ქობულეთის მანდარინის გადამამუშავებელი საწარმო გასულ წლებშიც დაჯარიმდა. რატომ ვერ აღმოჩნდა სანქცია ეფექტური, პასუხი არც გარემოს ზედამხედველობით დეპარტამენტში აქვთ და არც ქობულეთის მერიაში. ფაქტია, რომ რამდენიმე არაეფექტური სადამსჯელო ღონისძიების მიუხედავად, საწარმოს ფუნქციონირების უფლებას არ უჩერებენ. ქარხნის დირექციასთან დღეს დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა. დირექტორი, რეზო გოგიტიძე მობილურზე მიუწვდომელი იყო.