13, ივლისი 2020 21:32:00
დაკეტილი საოფისე ფართობები და მეპატრონეები შემოსავლის გარეშე. ეს თვითდასაქმებულთა კიდევ ერთი კატეგორიაა, რომელსაც კორონავირუსმა საარსებო წყარო დააკარგვინა. სხვა მრავალ სეგმენტთან ერთად პანდემიამ გავლენა კომერციულ ბიზნესზეც იქონია. თვეების განმავლობაში მოქალაქეებს კუთვნილი უძრავი ქონება დაცარიელებული აქვთ. რას ამბობენ ახლა ისინი და რით ირჩენენ თავს? სალომე უსტალიშვილი გიამბობთ.
გიორგი მორჩილაძე, ბათუმში, ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერია. სამსახური კორონავირუსის მიზეზით დაკარგა. რესტორნის გარდა სხვა შემოსავალიც ჰქონდა. იგი კომერციულ ფართს აქირავებს. ყოველთვიურად, უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი 500-დან 700 ლარამდე მერყეობდა, ამიტომ უსამსახუროდ დარჩენის არ შეშინებია, თუმცა ამაოდ. კომერციული ფართი ახლა ცარიელია. ქირა ვერ გადაუხადეს. ამ დრომდე მასთან ახალი მეიჯარე გამოცენილა.
სამსახურის გარდა, ჩვენი მომდევნო რესპოდენტის ძირითადი შემოსავალიც სწორედ უძრავი ქონებისგან მიღებული შემოსავალი იყო. ფართი მასაც ცარიელი დარჩა. ფიქრობს, რომ კუთვნილი უძრავი ქონება დაცარიელებული მანამდე იქნება, სანამ მოქალაქეებს სამსახურები არ აღუდგებათ.
ყველაზე რთულ მდგომარეობაში იმ ადამიანები აღმოჩნდნენ, რომლებსაც სამსახური არ გააჩნიათ და თავი მხოლოდ უძრავი ქონების გაქირავებით გაჰქონდათ.
იმის გამო, რომ ყიდვა-გაყიდა-გაქირავება პანდემიამ გააჩერა, შემოსავლის გარეშე დარჩნენ საგენტოები და მათი რიგითი აგენტები.