29, ივლისი 2020 17:37:00
გოდერძის ალპური ბაღი ვიზიტორებს ხვალიდან უმასპინძლებს. იგი მაღალმთიან აჭარაში, ერთ-ერთი ახალი ტურისტული ადგილია. ზღვის დონიდან 2 ათასი მეტრის სიმაღლეზე მდებარე ბაღი, საშუალებას გაძლევთ, იმოგზაუროთ ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ტურისტულ მარშრუტზე და ბეშუმში. ბაღში წარმოდგენილია აჭარის სუბალპური და ალპური ზონისთვის დამახასიათებელი უნიკალური მცენარეულობა და ჰაბიტატების მრავალფეროვნება. გოდერძის ალპური ბაღის ძირითადი დანიშნულება კავკასიის ეკორეგიონის მაღალმთიანეთის მცენარეთა კოლექციის თავმოყრა და კონსერვაცია, სუბალპური ზონის ტყის ზოლის აღდგენა, ეკო-განათლების პოპულარიზაცია და სოფლად ტურიზმის განვითარებაა. ტურისტულ ლოკაციას ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს.