31, ივლისი 2020 18:14:00
რეგიონს ახალი ჯანდაცვის მინისტრი ჰყავს. ზაალ მიქელაძის პოსტი ნინო ნიჟარაძეს გადააბარეს. ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობამ დღეს 5 საკითხი განიხილეს.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პორთფელი დღეიდან ნინო ნიჟარაძემ ჩაიბარა. იგი, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ზაალ მიქელაძის პირველი მოადგილე იყო.
აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ძირითადად ეკონომიკური საკითხები განიხილეს, მათ შორის მიმდინარე წლის ბიუჯეტის, ორი კვარტლის შესრულების ანგარიში. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, შემოსავლების ნაწილში, კოვიდ19-ის პანდემიის მიუხედავად, მნიშვნელოვანი დანაკარგი არ აქვს.
ანგარიში წარადგინა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმაც. ტიტე აროშიძემ ის პროგარმებიც შეაჯამა, რომლებიც საკონკურსო სესხების ფარგლებში დაფინანსდა.
სხდომა, ტრადიციულად დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. როგორც სხდომაზე თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, ბათუმის მერია, კაპიტალური ტრანსფერის სახით 10 მილიონ ლარს მიიღებს. თანხა, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებას უნდა მოხმარდეს.