31, ივლისი 2020 18:37:00
წინასწარი შეფასებით, ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით შემცირდა - მონაცემებზე საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი საუბრობს. გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, ბოლო ექვს თვეში საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -5.8%-ს შეადგენს. მისივე განცხადებით, ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლების ტენდენტია თითქმის ყველა სექტორში გამოვლინდა. რაც შეეხება დადებით ტენდენციას, წინა თვეში 4 ათას 309 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 10.7%-ით აღემატება.