31, ივლისი 2020 18:40:00
გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი 4 პირს დაუდასტურდა. ორი - სატვირთო ავტონამქანის თურქი მძღოლი იყო. ისინი ცხელების ცენტრიდან თურქეთში დაბრუნდნენ. კიდევ ერთი პაციენტი კარანტინში ბანგლადეშიდან იყო, იგი მკურნალობას ახლა თურქეთში გადის. რაც შეეხება მეოთხე პირს, რომელიც არასრულწლოვანია და ასევე იზოლირებულ სივრცეში იყო, სამკურნალოდ თბილისში გადავიდა.