31, ივლისი 2020 18:44:00
გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი - მაღალმთიან აჭარას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული დანიშნულების ადგილი შეემატა. პარკი ოფიციალურად უკვე გაიხსნა. იდეას საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. ტერიტორიაზე წარმოდგენილია აჭარის სუბალპური და ალპური ზონისთვის დამახასიათებელი უნიკალური მცენარეულობა და მრავალფეროვნება, მეფუტკრეობის სადემონსტრაციო ზონა, სადაც ჯარას ველური თაფლის ტრადიციას გაეცნობით. ბაღის გახსნას შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პატრიკ ფრანცენი, აჭარის მთავრობის წევრები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.