31, ივლისი 2020 21:59:00
ამ წუთებში აჭარის მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ტელევიზიის წინ შეკრებილები გუშინ გათავისუფლებული 3 თანამშრომლის სამსახურში აღდგენას ითხოვენ. პალალეულრად გროვდება ხელმოწერებიც . ბაჩო გურაბანიძე, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე მაუწყებლიდან გუშინ გაუშვეს. ხელმძღვანელობის მიერ მიზეზად- შენობაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება დასახელდა.