03, აგვისტო 2020 21:28:00
ჯგუფურად დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ ისინი ქობულეთში სასტუმროს მშენებლობით დაინტერესებულ ინვესტორს, მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით შეძენასა და სამშენებლო ნებართვების მიღებაში დახმარებას შეჰპირდნენ, სანაცვლოდ კი 350ათასი დოლარის გადახდა მოსთხოვეს. დაკავება კი თანხის აღების დროს მოხდა. გამოძიება ჯგუფურად, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.