04, აგვისტო 2020 21:10:00
ბათუმში ეროვნული სკრინინგ ცენტრის უფასო გამოკვლევები დღეს დასრულდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის უფასო კვლევების სერვისით ისარგებლა. პროგრამა უფასო იყო საქართველოს მოქალაქეებისთვის ასაკობრივი კრიტერიუმების გათვალისწინებით. აქციის მიზანი დაავადების ადრეული დიაგნოსტიკაა. ცენტრის წარმომადგენლებმა მსგავსი ვიზიტი უკვე განახორციელეს ბაღდადსა და სამტრედიაში.