05, აგვისტო 2020 21:40:00
სექტემბერში ავიარეისების შესრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება რამდენიმე ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, ეტაპობრივად, ეპიდსიტუციის გათვალისწინებით, სხვა შესაძლო ფრენებიც გაიხსნება.მისივე განმარტებით, უცხო ტურისტების ქვეყანაში შემოსვლა მიმდინარე ავიარესიების დადებითი შედეგია.