05, აგვისტო 2020 21:32:00
კომპანია “ელ-ვიქტორ ქრუ მენეჯმენტი”-ს გემის ქართული ეკიპაჟი ისევ სრულად ქართველი მეზღვაურებით შეიცვალა. გამონაკლისი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ინდოეთში საქართველოს ელჩის მცდელობის საფუძველზე დაიშვა. ეკიპაჟის წევრების როტაცია, პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. ეპიდაფეთქებიდან დღემდე სააგენტო საქართველოს მოქალაქე 4 ათასამდე მეზღვაურს დაეხმარა.