07, აგვისტო 2020 21:35:00
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება, გამოყენების ფაქტზე სხვადასხვა კომპანიის სამი ხელმძღვანელი დააკავეს. ბრალდებულებმა 40-მილიონ ლარზე მეტი ღირებულების საქონლის მიწოდების ფიქტიური ოპერაციები განახორციელეს, რითაც დაახლოებით 6 მილიონ 200 ათასი ლარის ყალბი აქტივი შემქნეს. მიმდინარეობს გამოძიება, სასჯელი თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.