07, აგვისტო 2020 21:25:00
პანდემიის გამო, მეთორმეტე ფესტივალი „ღამის სერენადები" წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. ბათუმში დაგეგმილ კონცერტს მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის პირდაპირი ეთერით იხილავს. საკონცერტო საღამოებზე შესრულდება კლასიკური მუსიკის შედევრები , ასევე თანამედროვე ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების პრემიერა შედგება. კულტურული ღონისძიება ტრადიციულად ბათუმში, 27 აგვისტოს გაიხსნება. საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ ლიანა ისაკაძის, ინიციატივით ა დაარსდა.