12, აგვისტო 2020 22:02:00
უბედური შემთხვევა ბათუმში. ხიმშიაშვილის ქუჩაზე გუშინ საცხოვრებელი სახლის მეოცე სართულიდან ბიჭი გადმოვარდა. მოზარდი ადგილზე დაიღუპა. ჩვენთვის უცნობია მომხდარის მოტივი, ფაქტზე დამატებითი ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ვერ მივიღეთ. შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.