12, აგვისტო 2020 21:42:00
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეებს მიმართავს. ეკატერინე ტიკარაძე მოუწეოდებს ადამიანებს, რომლებიც ზღვისა თუ მთის კურორტებზე დასასვენებლად იმყოფებიან, დაიცვან წესები. ეს კი დახურულ სივრცეებში პირბადის ტარებასა და სოციალური დისტანციის დაცბას გულისხმობს. ტიკარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ კაფეების, რესტორნებისა და სასტუმროების მფლობელებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ.