17, აგვისტო 2020 18:48:00
გონიოში, აფსაროსის ქუჩაზე მცხოვრებლები საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ. ადგილობრივები გზის მონაკვეთის დაზიანებას გაზიფიცირების სამუშაოებს უკავშირდებენ. ამტკიცებენ, რომ პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა დღემდე, მხოლოდ შეუსრულებელ დაპირებებს ისმენენ. თავად პასუხისმგებელ ორგანოში კი საპირისპიროს ამბობენ. როგორც აჭარის სოკარ გაზის რეგიონული დირექტორი განმარტავს, აღნიშნულ მისამართზე, საგზაო ინფრასტრუქტურა გაზიფიცირების სამუშაოების დასრულებისთანავე მოწესრიგდება.