03, სექტემბერი 2020 10:58:00
აჭარის ჯანდაცვის ინფორმაციით, 6 ახალი ინფიცირებულიდან, 1 შემთხევვა "დრიმლენს ოაზისს" უკავშირდება, ერთი კი ავტობუსის მძღოლია.
დღის ბოლოს გამოვლენილი 4 შემთხვევიდან ერთი საკონდიტრო "დონას" კლასტერიდანაა, ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლი, იგი თურქეთის მოქალაქეა. ერთი საკარანტინე სივრციდან, ერთი კი ცხელების ცენტრიდან.
ჯამში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 49 პაციენტი მკურნალობს. 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა.